ჯეფრი რაში

The Daily Telegraph-ს ჯეფრი რაშის რეპუტაციის შელახვისათვის $2.9 მლნ.-ის გადახდა დაეკისრა

ჯეფრი რაში
Getty Images

The Daily Telegraph-ს ცნობილი ავსტრალიელი მსახიობის, ჯეფრი რაშის რეპუტაციის შელახვისათვის $2.9 მილიონის გადახდა დაეკისრა.

მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში რაში კოლეგის, ერინ ნორვილის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

სასამართლომ რაშის კოლეგებს და რეჟისორსაც მოუსმინა, ვინც იმ პერიოდში მასთან და ნორვილთან ერთად მუშაობდნენ. მათი ჩვენებები ნორვილისას ეწინააღმდეგებოდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ნორვილის ბრალდებები არათანმიმდევრული იყო და შესაძლოა გაზვიადებული ყოფილიყო. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოცემა ბრალდებების გადასამოწმებლად თავად ნორვილს არ დაუკავშირდა, რასაც მოსამართლემ "უგუნურად უპასუხისმგებლო სენსაციონალისტური ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდი მაგალითი" უწოდა.

თავდაპირველად სასამართლომ გამოცემას მსახიობის რეპუტაციის შელახვისათვის 850,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ეს თანხა გაიზარდა, რადგან სასამართლომ გაითვალისწინა ის ანაზღაურება, რაც რაშმა ამ პერიოდში მათი ბრალდებების გამო დაკარგა. რაშის საშუალო ჰონორარის გათვალისწინებით თავდაპირველად დაკისრებულ 850,000 აშშ დოლარს კიდევ 2.9 მილიონი დაემატა.

რაშის ადვოკატის თქმით 2018 წლის დასაწყისში მსახიობი თანახმა იყო დავა შეეწყვიტა ბოდიშისა და სასამართლო ხარჯების, 50,000 აშშ დოლარის ანაზღაურების სანაცვლოს, რაზეც გამოცემამ უარი თქვა.

გამომცემლობა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები