მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

ბახტაძე ჭიათურაზე: მხარეები დროულად უნდა შეთანხმდნენ, ეს სისტემური მნიშვნელობის საწარმოა

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს და კომპანიას მიმართავს თხოვნით, დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე, რადგან საწარმო ქვეყნის ეკონომიკისთვის სისტემური მნიშვნელობისაა.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ იზიარებს მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნებს რიგ საკითხებში.

"ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნა ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა. მე ვიცი, რომ ამავე დოს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული 15 ადამიანი უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. ამასთან, გაფიცულია ჯორჯიან მანგანეზის 150 თანამშრომელი. პროტესტი 16 მაისს დაიწყო. ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები