მსოფლიო რეკორდი

4-საათიანი სტატიკური გაჩერება - ფიტნესის და იოგას მიმდევარმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

4-საათიანი სტატიკური გაჩერება - ფიტნესის და იოგას მიმდევარმა, ნადა გლოვაცკამ რეკორდი დაამყარა. 

მან საერთაშორისო მარათონში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ში, ნაპერვილში, ილიონისის შტატში გაიმართა. 

უფრო კონკრეტულად, გლოვაცკას "პლანკი" 4 საათის და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი "პლანკი" ისტორიაში.

მან გააუმჯობესა მარია კალმირევას მიერ 2015 წელს დამყარებული რეკორდი, რომელმაც სტატიკურად 3 საათის და 31 წუთს განმავლობაში გაჩერდა. 

სტატიკური ვარჯიში რეალურად ერთ-ერთი რთული ვარჯიშია.

ყოველდღიური ვარჯიშის რუტინაში თქვენ უნდა შეძლოთ ერთსა და იმავე პოზაში გაჩერება დროის გარკვეულ მონაკვეთში – პირველ დღეს 20 წამით, რაც ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ ისე, რომ 30-ე დღეს შეძლოთ 5 წუთამდე ასვლა. 

კომენტარები