ეროვნული ბანკი

ფინანსურ ორგანიზაციებს სესხის ამოღებისას მომხმარებლის შევიწროება/მოტყუება აეკრძალებათ

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებით ეთიკის კოდექსის ამოქმედებას გეგმავს. პროექტი ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულები არიან, სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში დაიცვან "ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე". ეროვნული ბანკის ცნობით, კოდექსის დამტკიცების შემდეგ, ამ მოთხოვნების შესრულება სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის.

დოკუმენტის მიხედვით, ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება მომხმარებლების ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა, მუქარა და მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, ეკრძალება, არასწორად წარუდგინოს თავი აღსრულების ბიუროს წარმომადგენლად და/ან სხვა ინსტიტუტთან დაკავშირებულ პირად ან უთხრას, რომ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დააპატიმრებენ.  

ასევე, ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება, დააშინოს მომხმარებელი, რომ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მის ქონებას დაეუფლება - თუ ეს ხელშეკრულებაში არ წერია. 

"თუ ფინანსური ორგანიზაცია არ ასრულებს და/ან გვერდის უვლის ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებსა და პრინციპებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები" - წერია ეთიკის კოდექსის პროექტში.

კომენტარები