მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ენმ-ს წევრებს: მესმის, არ გვითანხმებს განცხადებებსო, თქვენ მითანხმებთ მეგობრებო?

0 კომენტარი

მესმის დავები და კრიტიკები, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს - ამის შესახებ საქართველის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს. 

მისი თქმით, მის წინააღმდეგ პროპაგანდა მიმდინარეობს და ახლა "ხელების ჩამოშვების" და "ჯიჯგვნის" დრო არ არის. 

"მოდი, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზანთან, ის იქნება გამარჯვებული. თქვენ თუ მიხვალთ, მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ ადგილზე დგომა, ხელების ჩამოშვება და ჯიჯგვნა საერთოდ არ არის ვარიანტი. უნდა წავიდეთ მხოლოდ წინ და გავიდეთ წინ. დააკვირდით, როგორი პროპაგანდა მიდის ჩემს წინააღმდეგ. გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და რაღაცას ლაპარაკობს ჩემ გადამალულ მილიონებზე. უკაცრავად, გადამალული რომ მქონდეს მილიონები, მუდმივად ეკონომკლასში კი არ ვიჯდებოდი და 60-დოლარიან სასტუმროებში ხომ არ ვიცხოვრებდი? მაზოხისტი კი არ ვარ. ხალხი ხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. ეს მართლა ქურდებისა და მძარცველების კორპორაცია, რომელმაც დედა უტირა და კიდე რა დღეში არიან. დასრულდება მაგათი მმართველობა ძალიან მალე. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. გუშინაც შევხვდი აქ, ვარშავაში ჯგუფს ქუთაისიდან და ძალიან სერიოზულ ხალხს. თქვეს, ერთი დაგვიძახეთ და ყველანი გამომსვლელები ვართო. ეს დაძახებაც მოხდება მალე. ზაფხულში სანდრას სიარულის პარალელურად ვაკეთებთ ამ სკოლას. თბილისში ლევან ხაბეიშვილს აქვს ძალიან მაგარი ინიციატივები. რეგიონებში არის საინტერესო ინიციატივები. ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა. ახლა საჭიროა მობილიზაციისა და მოქმედების დრო და ასეც იქნება",- ამბობს სააკაშვილი. 

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ TV პირველის გადაცემაში "რეაქცია" თქვა, რომ "მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ". მან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან დაპირისპირება უარყო და აღნიშნა, რომ მხოლოდ "მიდგომებშია სხვაობა".

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას და მიხეილ სააკაშვილს ერთი მიზანი აქვთ.

"მასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მონაგარი და თუ ვინმე უნდა იყოს ამ პროცესით კმაყოფილი, ეს არის პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი. შესაძლებელია, მე აქ უკეთ ვხედავ რა ხდება კონკრეტულ მოცემულ დღეს,  ვიდრე ჩვენი მეგობარი, ლიდერი რომელზეც უკანონოდ ხორციელდება პოლიტიკური დევნა" - თქვა მელიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ანუ თქვენ უფრო ადეკვატურად აღიქვამთ?, ნიკა მელია პასუხობს, რომ "ეს ნორმალური ამბავია, ბუნებრივია, როცა თქვენ სტუდიაში ხართ, უკეთესად არ იცით, ვიდრე ჩემთან, სახლში? უკეთესად იცის ინგამ სტუდიაში რა ხდება, ვიდრე მაიკომ სახლში. ამიტომ, აქ არაფერი სკანდალის შემცველი არ არის. მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს არის პლუსი, როცა მე შემიძლია მიშას ვურჩიო ის, რაც საერთო საქმისთვის უკეთესია და მას შეუძლია, მე მირჩიოს".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები