ენერგეტიკა

აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 86%-ით გაიზარდა, ექსპორტი 99.93%-ით შემცირდა

PowerAfrica

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოში 80.84 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი მოხდა.

2018 წლის აპრილში იმპორტი 11.21 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლიური ზრდა დაახლოებით 86%-ის ტოლია.

იმპორტი მთლიანად აზერბაიჯანიდან განხორციელდა.

გარდა ამისა, თუ გასული წლის აპრილში ექსპორტზე 61.724 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, მიმდინარე წლის მეოთხე თვეში ექსპორტი ფაქტობრივად ნულზეა დასული და 38 ათას კვტ.სთ-ს შეადგენს.

გასული ოთხი წლის მანძილზე, ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება, როცა ექსპორტი იკლებს.

იმპორტი სულ:

  • 2015 წელი - 699.23 მლნ კვტ.სთ
  • 2016 წელი - 478.94
  • 2017 წელი - 1497.19
  • 2018 წელი - 1508.82

ესპორტი სულ:

  • 2015 წელი - 659.93 მლნ კვტ.სთ
  • 2016 წელი - 559.01
  • 2017 წელი - 685.7
  • 2018 წელი - 588.58

2019 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტმა ჯამში 613.88 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ექსპორტმა კი 0.04 მლნ კვტ.სთ.

კომენტარები