ჩვილის გაგუდვა

საკუთარი 7 თვის შვილის გაგუდვაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საკუთარი 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწოვან დედას, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ გორის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები რატომ უნდა ყოფილიყო ბრალდებულისთვის პატიმრობა გამოყენებული. შესაბამისად შეუფარდა პატიმრობა და კანონით დადგენილ ვადაში განისაზღვრა წინასასამართლო სხდომა. ბრალდებულმა პროცესზე დააფიქსირა, რომ იყენებს დუმილის უფლებას,“- ამბობს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი..

დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, აღსანიშნავია, რომ გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ში თქვეს, რომ ბრალდებულმა შეიძლება ჩვენება შეცვალოს და მათ გუშინ ინფორმაცია არასრულწლოვნის ჩვენებაზე დაყრდნობით გაავრცელეს. 

„დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია არ ჰქონია. დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას დასაცავ პირთან შეთანხმებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ მისთვის ასეა ამ ეტაპზე ასეა საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ბრალს აღიარებს, მან გამოიყენა დუმილის უფლება რაც არ ნიშნავს აღიარებას. “- თქვა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივნისს გაიმართება.

გუშინ, 22 მაისს, კასპში 7 თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები