კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, ვინც "ორი ნაბიჯი" ჯერ გაქურდა და მერე მარკეტს ცეცხლი წაუკიდა

პოლიციამ გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის 
ფაქტზე 1 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, 26 წლის მ.მ 23 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე მარკეტში ფარულად შევიდა.

"მან სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლური სასმელები მოიპარა, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით, მარკეტს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ მ.მ დანაშაულის 
ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს" - აცხადებს შსს.

ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის 
სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და 177-ე მუხლის მე-2 
ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები