სუმო

მსაჯებმა ტოჩინოშინს მოგებული ბრძოლა წაგებად ჩაუთვალეს (ფოტო/ვიდეო)

0 კომენტარი

ნაცუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინი ბაშოს ლიდერთან, აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან დამარცხდა და მისი ბალანსი 9:4-ზე გახდა.

ქართველმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო, მაგრამ მსაჯებმა ითათბირეს და ლევან გორგაძეს წაგება ჩაუთვალეს. მათ მიიჩნიეს, რომ ტოჩინოშინმა ქუსლი დოჰიოს მიღმა დადო.

ნაცუ ბაშოს დასრულებამდე 2 ბრძოლაა დარჩენილი. ტოჩინოშინს ოძეკის რანგის დასაბრუნებლად 1 მოგება სჭირდება. ამ მომენტისთვის, ბაშოს სათავეში იოკოძუნა კაკურიუ და ასანოიამა არიან. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე კაკურიუ იქნება.

კაკურიუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს 26-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ქართველის გამარჯვებით მხოლოდ 3 დაპირისპირება დასრულდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები