იაპონიაში, ქალაქ ჩიჩიბუში მდებარე მუზეუმში მხოლოდ ქვებს გადააწყდებით, რომლებიც ადამიანის სახეებს წააგავს. მუზეუმში ამჟამად 1 700 ქვა ინახება.
ზოგიერთ ქვაზე მარტივად აღვიქვამთ ადამიანის სახის ნაკვთებსა და მეტიც, ემოციებსაც კი. მუზეუმის მთავარი ხიბლი ის არის, რომ დამთვალიერებელმა თითოეული ქვის მიღმა არსებული "პიროვნება" და მათი განწყობები უნდა ამოიცნონ.