ლარის გაუფასურება

ლარი ევროსთან 1.48, დოლართან 0.03 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, ლარი 25 მაისისთვის ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს.

24 მაისის ვაჭრობის შედეგად, დოლარი 0.03 თეთრით გამყარდა და ოფიციალური კურსით, 2.7802 ლარია. ევრო 1.48 თეთრით გაძვირდა და 3.1102 ლარი ეღირება.

25 მაისის ოფიციალური კურსი ასეთი იქნება: ერთი დოლარი 2.78 ლარი, ერთი ევრო 3.11 ლარი.

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებაშიც.

ლარს უკვე ორ თვეზე მეტია, რაც დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები