გიორგი ჭელიძე

ფაშისტური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

0 კომენტარი
ფოტო: იბერია

ფაშისტური ორგანიზაციის "საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერს გიორგი ჭელიძეს სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გიორგი ჭელიძე 2018 წლის 1 სექტმბერს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

"2019 წლის 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ გ.ჭ.-ს მიმართ. სასამართლომ განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62მმ კალიბრის "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებაბით, უტყუარად დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა", - წერია სასამართლოს განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები