იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 32 მოსამართლე დანიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი დასრულდა. კენჭისყრა დღეს გაიმართა. კონკურსი 43 ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული. 69 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე 32 კანდიდატი გამწესდა. მათგან 27 მოქმედი მოსამართლე, ორი ყოფილი მოსამართლე, სამი კი იუსტიციის სკოლის მსმენელია.

29 მოსამართლე უვადოდ, სამი კი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.

კონკურსის შედეგად დანიშნული მოსამართლეები არიან:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა: 

  • ხატია არდაზიშვილი 
  • ნინო ყანჩაველი 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

  • დავით ახალბედაშვილი 
  • მიხეილ გოგიშვილი 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

  • ბესიკ ბუგიანიშვილი 
  • ვახტანგ მრელაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია

  • პაატა სილაგაძე 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

  • ლერი თედორაძე 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

  • ნიკოლოზ მარსაგიშვილი 
  • გიორგი მიქაუტაძე  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

  • ზაზა მარტიაშვილი 
  • ბესარიონ ტაბაღუა 
  • ელისო ტუკვაძე 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

  • გიორგი არევაძე 
  • ეკატერინე გაბრიჩიძე
  • ლიანა ორკოდაშვილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

  • ჯუმბერ ბეჟანიძე 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში

  • კობა გოცირიძე 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

  • ნიკოლოზ მარგველაშვილი 

ახალციხის რაიონული სასამართლო

  • მარიკა ჩიტაშვილი 

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო

  • დავით კეკენაძე 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში

  • ლელა ჭინჭარაული

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

  • ირაკლი აბშილავა 
  • ფატი ფურცხვანიძე 

თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალიტეტში

  • მარინე ცერცვაძე

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

  • ეკატერინე პართენიშვილი 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

  • ხათუნა ნადიბაიძე

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

  • მამუკა ნოზაძე

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში

  • როინ კახიძე

სიღნაღის რაიონული სასამართლო

  • ალექსანდრე ლომიძე

ცაგერის რაიონული სასამართლო

  • ლეილა გურგუჩიანი

ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში

  • ნაირა გიგიტაშვილი

ცნობისთვის, უვადო მოსამართლეობის მსურველმა იუსტიციის საბჭოს სამმა წევრმა ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარეკომ და რევაზ ნადარაიამ თავიანთი კანდიდატურა მოხსნეს. კონკურსის შედეგების მიხედვით 11 თანამდებობა ვაკანტური დარჩა.

კომენტარები