თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ტაბულა შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
თვითმხილველთა ინფორმაციით, დაღუპული ბავშვი ნიგერიის მოქალაქეა.