26 მაისი

კარლ ჰარცელი: დღეს ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს [Video]

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თბილისში იმ ადგილს ეწვია, სადაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ვიდეოს ევროკავშირის საელჩო ავრცელებს:

"მე დღეს ვიმყოფები მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლესთან , სადაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. რეზონანსული პროგრესული დებატები, პროგრესული კონსტიტუცია და ლიდერი ქალების აქტიური ჩართულობა თავისუფლების მოყვარული ერის სწორ ხედვას განაპირობებს. მაშინ, ევროპის ქვეყნებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს. დღეს კი ევროპელი ხალხი და ევროკავშირი ისე დგას საქართველოს გვერდით, როგორც არასდროს."

კომენტარები