ბათუმი

26 მაისს ბათუმში ფესტივალზე რუსული დროშის გამოჩენის გამო აჭარის განათლების მინისტრი მოხსნეს

ინგა შამილაშვილი
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მემედ აბაშიძის გამზირზე 26 მაისს მოწყობილი საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის დროშები და წარწერა Russia გამოჩნდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.

საზეიმო მსვლელობა ფესტივალ "ოქროს დელფინის" ფარგლებში იმართებოდა და მას ორგანიზებას აჭარის განათლების სამინისტრო უწევს.

"ისინი მღერიან უკრაინულ სიმღერებს, აქ რუსული დროშა ნამდვილად არ ფრიალებს. ეს არის ბავშვთა ფესტივალი, რომელიც არის ტრადიციული და რომელიც, მე მგონია, სცდება ყოველგვარ პოლიტიკას." უთხრა ინგა შამილაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კომენტარები