სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნოდარ ნათაძე და გულიკო ჩაფიძე დააჯილდოვა

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნოდარ ნათაძე და გულიკო ჩაფიძე დააჯილდოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც მიხედვითაც ყოველი წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან.

ზურაბიშვილმა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე მეცნიერების განვითარებასა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გულნარა ჩაფიძეს კი მან თამარ მეფის ორდენი გადასცა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

"ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან ერთად, მინდა გავიხსენო ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა იმ დროს, როცა არ იყო შესაძლებელი არც დამოუკიდებლობის ხსენება, არც მისი აღნიშვნა. ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს კი, ამ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს გაძლიერების ეტაპზე ვართ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები