26 მაისი

ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში 26 მაისი საერთო-სახალხო დღესასწაულად იქცა

0 კომენტარი
ფოტო: ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ივანიშვილის პრესსამსახურმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებაა ასახული. 

მიმართვაში კი ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 26 მაისი საერთო-სახალხო დღესასწაულად იქცა

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისს. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღე საერთო-სახალხო დღესასწაულად გადაიქცა და ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს ულოცავენ ამ დღეს. 

წლევანდელი წელი შეიძლება განსაკუთრებული იყოს იმით, რომ ხელისუფლებამ ძირითად პრიორიტეტად განათლება გამოაცხადა და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება ჩვენი ხელისუფლების ძირითადი მიმართება. მოგეხსენებათ, განათლებას და ცოდნას მოაქვს ჭეშმარიტი თავისუფლება. კიდევ ერთჯერ გილოცავთ თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, მრავალს დაესწარით". 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები