ევროპარლამენტის არჩევნები

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები ლიდერობენ

0 კომენტარი
ფოტო: EPA

გუშინ ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით ევროპარლამენტში ყველაზე დიდ ბლოკად კვლავ მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპული სახალხო პარტია რჩება. შედეგები გააუმჯობესეს ლიბერალურმა და მწვანეთა პარტიებმა, ასევე ნაციონალისტურმა პარტიებმა.

შედეგები მიხედვით სახალხო პარტიას კოალიციის შესაქმნელად მხოლოდ სოციალისტურ და დემოკრატიულ ბლოკებთან თანამშრომლობა აღარ ეყოფა და ლიბერალური და მწვანეთა პარტიების მხარდაჭერაც დასჭირდება.

სახალხო პარტიამ 179 ადგილი მოიპოვა. შედარებისათვის 2014 წელს მათ 216 ადგილი მიიღეს. სოციალისტებისა და დემოკრატების მიერ მოპოვებული ადგილების რაოდენობა კი 191-დან 150-მდე შემცირდა.

პოპულისტური და ულტრა-მემარჯვენე პარტიებმა 58 ადგილის მოპოვება შეძლეს, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 18-ით მეტია, ხოლო თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ჯგუფმა, რომელშიც ბრექსითის პარტიაც შედის მოსალოდნელზე მეტი, 56 ადგილი მიიღო.

Photo: BBC

დიდ ბრიტანეთში, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა იმის გამო მოუხდა, რომ მთავრობამ დაწესებულ ვადაში ბრექსითის გეგმის დამტკიცება ვერ მოახერხა, ახლად შექმნილმა ბრექსითის პარტიამ გაიმარჯვა, რომელსაც ევროკავშირის დატოვების მომხრე ნაიჯელ ფარაჟი ლიდერობს.

საფრანგეთში კი ემანუელ მაკრონის რენესანსის ალიანსი მარინ ლე პენის ულტრა-მემარჯვენე პარტიამ დაამარცხა. მათ ხმათა 24% მიიღეს, ხოლო მაკრონის ალიანსმა 22.5%.

ნაციონალისტური პარტიები ლიდერობენ იტალიაშიც. ულტრა მემარჯვენე "ჩრდილოეთის ლიგის" პარტიამ მიღებული 34%-ით 28 ადგილი მოიპოვა.

გერმანიაში ხმები დაკარგეს როგორც ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიულმა პარტიამ (28%, 2014-ში 35.3%), ასევე მათი სამთავრობო კოალიციის მოკავშირე სოციალ დემოკრატიულმა კავშირმა (15.5%, 2014-ში 27.3%). მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელთან შედარებით შედეგები გააუმჯობესა ულტრა-მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისათვის", მოსალოდნელთან შედარებით მათ უფრო ნაკლები ხმა მიიღეს.

უნგრეთში ვიკტორ ორბანის პარტიამ 52% და ქვეყნის 21 ადგილიდან 13 მიიღო. მისი თქმით ეს არჩევნები "მიგრაციის წინააღმდეგ ახალი ერის დასაწყისია."

ესპანეთში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ 32.8%-ით 20 ადგილი მოიპოვა, ხოლო ულტრა-მემარჯვენე ვოქსის პარტიამ მხოლოდ 6.2%, ანუ 3 ადგილი.

საბერძნეთში ოპოზიციურმა კონსერვატიულმა ახალი დემოკრატების პარტიამ 33.5% მიიღო, ხოლო პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასის პარტიამ მხოლოდ 20%, რის გამოც მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

ამ არჩევნებში მონაწილეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. 2014 წელს არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 43% გამოცხადდა, წელს კი საშუალო მაჩვენებელი 51% იყო. ყველაზე მაღალი აქტივობა დანიაში დაფიქსირდა სადაც ამომრჩეველთა 63%-მა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობა გაორმაგდა უნგრეთსა და პოლონეთში.

ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები