დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი 4-დღიანი ვიზიტით იაპონიას ეწვია [ფოტოები]

0 კომენტარი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4-დღიანი ვიზიტით იაპონიას ეწვია. ის იაპონიის ახალ იმპერატორს, ნარუჰიტოს საიმპერატორო სასახლეში შეხვდა და პრემიერმინისტრ სინძო აბესთან ერთად ბაშოსაც დაესწრო და გამარჯვებულის საიმპერატორო თასით დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. ტრამპმა და აბემ გოლფიც ითამაშეს.

მათ ოფიციალური შეხვედრა უკვე გამართეს. მათ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები და ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილეს.

"ვაჭრობის კუთხით ჩვენ სიახლეებს გაგაცნობთ აგვისტოში, რომელიც კარგი იქნება ორივე ქვეყნისათვის." თქვა ტრამპმა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ირანთა დაძაბულ ურთიერთობებზეც გააკეთა კომენტარი:

"მჯერა, რომ ირანს სურს საუბარი და თუ მათ სურთ საუბარი, ჩვენც გვსურს. არავის უნდა საშინელებები მოხდეს, განსაკუთრებით მე." თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები