გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმი AND THEN WE DANCED კანის რეიტინგის ათეულშია

facebook

ქართველ მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი Then We Danced კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინსმას დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ცნობისთვის, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

ჟურნალი ვარსკვლავებს ყოველწლიურად ასახელებს და მათ იმის მიხედვით ირჩევს, რამდენად საინტერესო ფილმში ითამაშეს, რამდენად საინტერესო იყო მათი პერსონაჟი და რამდენად ნიჭიერია თავად მსახიობი.

 

კომენტარები