ავარია

გურამიშვილის ქუჩაზე ამწე მაღაზიის ვიტრინაში შევარდა, დაშავებულია სამი ადამიანი

MediaMall.ge

გურამიშვილის ქუჩაზე მაღაზია სუფთა სახლის ვიტრინას ამწე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, ამწე და მსუქუბი მანქანა ტროტუარზე შეეჯახნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ამწე მაღაზიის ვიტრინაში შევარდა.

დაშავებულია სამი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმიდნარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები