სტენ ლი

სტენ ლისთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით მისი ყოფილი მენეჯერი დააკავეს

apnews

Marvel-ის კომიქსების ავტორის სტენ ლის ყოფილი მენეჯერი კიია მორგანი არიზონის პოლიციამ დააკავა. 

Associated Press-ი ინფორმაციით მორგანი მოხუცთან სასტიკ მოპყრობაში, ქურდობაში, ფულის გაფლანგვასა და გაყალბებაში, ასევე უკანონო დაკავებაშია ბრალდებული. 

პოლიციის თქმით, 2018 წელს მორგანმა სტენ ლის 262 ათასი დოლარი მიითვისა. სტენ ლის ქალიშვილი 2018 წელს ამბობდა რომ მენეჯერი მამამისით მანიპულირებდა და ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრას უკრძალავდა.  მისი თქმით, მორგანი ცდილობდა კომიქსების ავტორის ფინანსები გაეკონტროლიერებინა

მორგანის ადვოკატის მტკიცებით, მის კლიენტს ბოროტად არასდროს უსარგებლია კომიქსების ლეგენდარული ავტორით. 

მალე მორგანს ლოს ანჟელესში გადაიყვანენ სადაც ის სასამართლოს წინაშე წარდგება. 

ლეგენდარული სტენ ლი 2018 წლის 12 ნოემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები