უბედური შემთხვევა

ტყიბულში ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა და მუშა ქვეშ მოიყოლა, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

0 კომენტარი
ფოტო: ფორტუნა

ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს.

მათივე ინფორმაციით, შეტყობინება 112-ზე შევიდა და მისი მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება.

"სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია", - ამბობენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები