Game of thrones

ემილია კლარკი: ბევრი ნაგავი მესროლეს შიშველი სცენების გამო, ეს ანტიფემისტურია

0 კომენტარი
ფოტო: Time.com

Game of Thrones-ის მსახიობმა ემილია კლარკმა ELLE-თან სერიალში არსებულ მის შიშველ და სექსის სცენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც მეოთხე სეზონში დენერის ტარგარიენმა დაარიო ნაჰარისს ტანსაცმლის გახდა მოთხოვა, ამით მსახიობი ძალიან ბედნიერი იყო.

"ეს საოცარი იყო. მე მივედი რეჟისორებთან და მადლობა გადავუხადე, ვუთხარი რომ ასეთ სცენას დიდი ხნის განმავლობაში ველოდი", - თქვა ემილია კლარკმა.

მისივე თქმით, მისი კრიტიკა შიშველი სცენების გამო ანტიფემინისტურია.

"ბევრი ნაგავი მესროლეს შიშველი და სექსის სცენების გამო, ეს თავისთავად არის ანტიფემინისტური. პრობლემაა, როდესაც ქალებს ეზიზღებათ სხვა ქალები. ასეთ დროს იმედი მიცრუვდება. ამიტომ გამიხარდა, დაარიო ნაჰარისთან მსგავსი სცენის ქონა", - თქვა ემილია კლარკმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები