უბედური შემთხვევა

ტყიბულის ქვა-ნახშირის კარიერში მიწის მასაში მოყოლილ მუშას ამ დრომდე ეძებენ

0 კომენტარი
ფოტო: RFE/RL

ტყიბულის ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასაში მოყოლილ მუშას ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 4 საათისთვის მოხდა.

"სამაშველო ღონისძიება გრძელდება. სამუშაოებში ჩართულია ქუთაისის და ტყიბულის სამაშველო ჯგუფები. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოფრინდა თბილისის საგანგებო სიტუაციებზე მორეაგირე ჯგუფი. ჩვენი ინფორმაციით 55 წლამდე მამაკაცი არის მიწის მასის შედეგად მასში მოყოლილი. უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ მაშველები", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამმართველოს უფროსმა.

საქნახშირის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ მუშას, რომელიც ქვა-ნახშირისა და მიწის მასაში მოყვა, დღეს სამუშაო დღე არ ჰქონდა.

დღეს ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება 112-ზე შევიდა და მისი მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 16 ივლისს გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციის გამო ჭერი ჩამოიშალა. აფეთქებისას 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. ტყიბულის შახტში ანალოგიური მიზეზით, კედლების დეფორმაციის და შემდეგ მათი ჩამოშლის გამო 6 ადამიანი აპრილშიც დაიღუპა. ამის გამო, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოძიების დასრულებამდე შახტა დახურულიყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები