რუსეთი

რუსეთის სახელმწიფო უწყებებს იმპორტული ღვინის შეძენა შეეზღუდათ

Getty Images

რუსეთში სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალიტეტებს უცხოური ღვინის შესყიდვა შეეზღუდათ. 

შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა. 

დოკუმენტში წერია, რომ შეზღუდვა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს ეხება და არა იმპორტულ ღვინოებს. შეზღუდული იქნება ყურძნისა და ხილის ღვინოები, ასევე ცქრიალა ღვინო და ლიქიორი.

რუსეთის მთავრობის მტკიცებით, შეზღუდვა ადგილობრივი მევენახეობის და ღვინის წარმოების წასახალისებლად და განვითარებისთვის მიიღეს. 

დოკუმენტი ძალაში 1 ივნისს შევა. 

კომენტარები