კრიმინალი

POG: კაცს, რომელმაც შურისძიების მიზნით ბიძა მოკლა, 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საია

ბიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლ.ა. დამნაშავედ ცნო.

"დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, ლ.ა., წარსულში ბიძასთან - გ.ა-სთან არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მიზნით, განზრახ მოკვლისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მდებარე გ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და ჩაუსაფრდა. როდესაც ლ.ა.-მ ეზოში მყოფი გ.ა. შენიშნა, მიუახლოვდა მას და სანადირო თოფიდან დამიზნებით ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. ადგილზე გარდაიცვალა. ლ.ა. იმავე დღეს, ბრალის აღიარებით პოლიციის განყოფილებაში მივიდა" - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები