რუსეთი

პუტინის შეურაცხყოფისთვის ორ რუს ბლოგერს ბრალი წარუდგინეს

Soundcloud

რუსეთში კიდევ ორ რუს ბლოგერს ახალი კანონის თანახმად, პუტინის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს.

24 მაისს რუსმა ბლოგერმა სერგეი კომანდიროვმა ინტერნეტში პუტინის სურათი გააზიარა უცენზურო წარწერით "Знает каждый гражданин, кто хуйло N1", რის გამოც ის დააკავეს. ამ პოსტით კომანდიროვმა მაღალჩინოსნების შეურაცხმყოფელი ახალი კანონით პირველი მოქალაქის იური კატრიჟევის დაკავება გააპროტესტა. კატრიჟევი პუტინის შეურაცხყოფისთვის 30 000 რუბლით დააჯარიმეს.

"ნახეთ, ისინი ყველას ვერ დაიჭერენ. ამიტომ, ფლეშმობი მოვაწყოთ," - აღნიშნა კომანდიროვმა სოციალურ ქსელში.

27 მაისს კი დააკავეს მეორე რუსი, ალექსანდერ ნავალნის დამხმარე ლეონიდ ვოლკოვი. Twitter-ზე ისიც კატრიჟევის დაკავებას აპროტესდებდა და მისივე გვერდზე დაწერა "Путин — сказочный долб".

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკისროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

ასევე რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს.

კომენტარები