შინაური ცხოველების პატრონებისთვის ხშირად რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, როდესაც მათი თან წაყვანა გსურთ, მაგრამ, სადაც მიდიხართ ისინი ხშირად სასურველი სტუმრები არ არიან.
ალბათ ბევრს იმაზე საერთოდ არ უფიქრია, რომ საკუთარ შინაურ ცხოველთან ერთად საღამოს კინოში გატარება შესაძლებელია. მაგრამ ტეხასის ერთ-ერთ კინოთეატრში ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა.
კინოდარბაზის მფლობელს, Eric Lankford-ს თავადაც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საუკეთესო მეგობრის სახლში დატოვება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სხვადასხვა დაწესებულებაში შეყვანის უფლება არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, 2018 წელს მან გახსნა კინოთეატრი, სადაც შეგიძლიათ მშვიდად, თქვენს საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად კომფორტულად მოკალათდეთ და ფილმს უყუროთ.
ბილეთის ფასი ძაღლისთვის და პატრონისთვის ჯამში 15 დოლარია, ამ ფასში კი უფასო ღვინო და ლიქიორი შედის. თუ სახლში მეორე ოთხფეხა მეგოგბარიც გყავთ და არ გსურთ მას გული დასწყვიტოთ, მხოლოდ 5 დოლარის დამატება მოგიწევთ, რომ ორივე მათგანთან ერთად მშვიდად გაატაროთ საღამო.