ლარის გაუფასურება

ლარი რეკორდულად გაუფასურდა - ერთი დოლარი 2.7876 ლარი ღირს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 29 მაისისთვის, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით, ხოლო ევროსთან - 0.53 თეთრით გაუფასურდა.

ამგვარად, ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7876 ლარია, 1 ევროსი - 3.1182 ლარი. 

ლარი დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული აქამდე არ ყოფილა.

29 მაისისთვის, ოფიციალური კურსით დოლარი 2.79 ლარი ეღირება, ევრო კი 3.12 ლარი.

ორ თვეზე მეტია, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 11 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 6 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას".

კომენტარები