თავდასხმები სკოლებზე ავღანეთში

UNICEF-ის ცნობით, ავღანეთში სკოლებზე თავდასხმები თითქმის გასამმაგდა

Getty Images

სკოლებზე თავდასხმები ავღანეთში 2018 წელს თითქმის გასამმაგდა განაცხადა UNICEF-მა სამშაბათს.ინციდენტების რიცხვი 68-დან (2017) 192-მდე გაიზარდა (2018).

"სკოლებზე თავდასხმები; მასწავლებლების მკვლელობა, დაშავება და გატაცება; და სხვა საფრთხეები განათლების წინააღდეგ მთელი თაობის ოცნებებსა და იმედებს ანადგურებს" განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრიეტა ფორმა.

თავდასხმების გაზრდის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი სკოლის შენობების საარჩევნო ცენტრებად გამოყენებაა წინა საპარლამენტო არჩევნების დრო.

UNICEF-ის განცხადებით 3.7 მილიონი ავღანელი ბავშვი - რაც ქვეყნაში სკოლის ასაკის ბავშვების ნახევარს შეადგენს - ფორმალურ განათლებას ვერ იღებს. მათი 60% გოგოა. ფონდის ცნობით, ისეთი ჯგუფებისაგან მომავალი საფრთხის გამო, როგორიც არის თალიბანი და "ისლამისტური სახელმწიფო", ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლა დაკეტილი რჩება.

უსაფრთხოების საკითხი ავღანეთში კვლავ მწვავეა. თალიბანი ქვეყნის რეგიონების თითქმის ნახევარს აკონტროლებს. ორგანიზაცია ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, სანამ ჯარებმა აშშ-ს ხელმძღვანელობით მმართველობიდან მოხსნეს.

აშშ ოქტომბრიდან მოყოლებული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას ცდილობს მებრძოლებსა და მთავრობას შორის ქაბულში. მაგრამ ჯერჯერობით პროგრესი ძალიან მცირეა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა ან მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა.

კომენტარები