ლიტვა-რუსეთი

ლიტვამ SPUTNIK-ის რედაქტორი აეროპორტში დააკავა და 5 წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

0 კომენტარი
ფოტო: DIENA

ვილნიუსის აეროპორტში რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიის SPUTNIK ლიტვის ბიუროს მთავარი რედაქტორი მარატა კასემა დააკავეს.

ვილნიუსში ჩასულ ​კასემას უთხრეს, რომ ეროვნული უსაფრთხების ინტერესებიდან გამომდინარე მას 5 წლით ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად დაკავებულმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ლიტვის ამჟამინდელი პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე ანტირუსული და ანტიპუტინური დამოკიდებულებებით გამოირჩევა. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი მოსკოვისთვის ჯაშუშობისთვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები