თბილისი

თბილისში სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებულია

თბილისში სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო გზებზე შეფერხებებია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდულია გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე და შეშელიძის ქუჩაზე.

ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელების და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვის შესახებ შეტყობინებები შევიდა. მეხანძრე-მაშველებმა 80-მდე ასეთ შეტყობინებაზე უკვე მოახდინეს რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დატბორილი ადგილებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. 

ამ დროისთვის საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

კომენტარები