მაკენზი ბეზოსი

მაკენზი ბეზოსი ამბობს, რომ $36 მილიარდიანი ქონების ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარს

ჯეფ ბეზოსი და მაკენზი ბეზოსი
Getty Images

ამერიკელმა ნოველისტმა მაკენზი ბეზოსმა ქმართან, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან გაშორების შემდეგ თქვა, რომ მისი ქონების სულ მცირე ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარს.

ჯეფ ბეზოსთან გაშორების შემდეგ მაკენზი ბესოსის ანგარიშზე 36 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

მაკენზი ბეზოსი ბილ და მელინდა გეითსების ფონდის ინიციატივაში ჩაერთო, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ქველმოქმედებაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.

"ყოველ ჩვენგანს დიდი რესურსის გაზიარება შეუძლია სხვებისათვის საკუთარი სეიფებიდან. ცოვრებისაგან მონიჭებული ქონების გარდა არაპროპორციული რაოდენობის ფული მაქვს გასაზიარებლად. ქველმოქმედებისადმი ჩემი მიდგომა გონივრული იქნება. ამას დრო და ყურადღება დასჭირდება, მაგრამ მე არ დავიცდი და ამას გავაგრძელებ სანამ სეიფი არ დაცარიელდება." ნათქვამია მაკენზი ბეზოსის განცხადებაში.

მაკენზი ბეზოსი წარსულში კიბოს კვლევას და ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიებს აფინანსებდა.

ჯეფ და მაკენზი ბეზოსები 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ იანვარში დაშორდნენ.

კომენტარები