რუსეთი

რუსულმა ცენზურამ მედიას ეკატერინგბურგის აქციების ვიდეოების წაშლა მოთხოვა

0 კომენტარი
ფოტო: Crime Russia

29 მაისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში სახელმწიფო ცენზურის სააგენტომ როსკომნადზორი ადგილობრივი სიახლეების E1.RU ვებგვერდიდან ეკატერინგბურგის აქციების ვიდეოების წაშლა მოთხოვა. დაწესებულების განმარტებით, ვიდეოს კომენტარებში "ექსტრემისტული" კომენტარები შენიშნეს.

"დღეს საღამოს როსკომნადზორმა E1.RU YouTube-ის გვერდიდან დრამის თეატრის პარკიდან ორი ონლაინ ტრანსლაციის წაშლა მოგვთხოვა… როსკომნადზორი მოტივად პროკურატურის მოთხოვნას ასახელებს, მათ კომენტარებში იხილეს 'მასობრივი არეულობისკენ, ექსტრემისტული ქმედებებისა და დადგენილი პროცედურის დარღვევით გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ მოწოდება' " - ვკითხულობთ E1.RU-ს ოფიციალურ განცხადებაში.

საბოლოოდ, ადგილობრივი სიახლეების ვებგვერდმა მხოლოდ კომენტარები წაშალა. ამის შესახებ ინფორმაცია E1.RU-ს სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იევგენი შუროვმა გაავრცელა - "ჩვენ წავშლით ყველა კომენტარს, ამრიგად როსკომნადზორის მოთხოვნის მიზეზსაც გავაქრობთ".

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს რუსეთის ქალაქ ეკატერინგბურგში, რეკრეაციულ პარკში ეკლესიის მშენებლობის წინააღმდეგ 2000 ადამიანი გამოვიდა. აქციებზე არაერთი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის თქმით, მსგავსი ახალი ტაძრები საბჭოთა რეჟიმის დროს დაანგრეულ ტაძრებს ჩაანაცვლებდა. ეს კონკრეტული ტაძარი კი 1930 წელს განადგურებული ერთ-ერთი ტაძრის ანალოგი იქნება.

მომიტინგეთა მოთხოვნის შემდეგ, რუსმა მაღალჩინოსნებმა ტაძრის აშენება დროებით შეაჩერეს, რათა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად ტაძრის საბოლოო ადგილმდებარეობა განსაზღვრონ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები