ბრექსიტი

ბრექსიტის შესახებ გავრცელებული ტყუილის გამო ბორის ჯონსონი სასამართლოს წინაშე წარდგება

ბორის ჯონსონი

ბრექსიტის კამპანიის ფარგლებში გაკეთებული განცხადების გამო, ბრიტანეთის ტორების კონსერვატიული პარტიის პოლიტიკოსი, ბორის ჯონსონი სასამართლოში გამოიძახეს. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. რეფერენდუმის განმავლობაში მან განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირის წევრობა კვირაში £350 მილიონი უჯდება. 

სასამართლო საქმის წარმოების კამპანიის ავტორმა, ბიზნესმენმა მარკუს ბოლმა საქმის წამოსაწყებად £200,000 შეაგროვა. მისი თქმით, ჯონსონმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, როცა რეფერნედუმის და 2017 წლის არჩევნების განმავლობაში განმეორებით ამტკიცებდა, რომ ბრიტანეთი ბრიუსელს კვირაში £350 მილიონს უხდიდა. ჯონსონის ადვოკატები ბრალდებას უარყოფენ, მათი თქმით ეს თემა ოპონენტებმა პოლიტიკური მიზნების გამო წამოწიეს წინ. 

ექსპერტების აზრით, ჯონსონის ერთ-ერთი მოწინავე კანდიდატია, რომელმაც შესაძლოა ტერეზა მეი ჩაანაცვლოს, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციიდან გადადგა.

ჯონსონი საქმის წინასწარ მოსმენაზე ვესტმინსტერის მაგისტრატატი სასამართლოში წარდგება, რის შემდეგაც საქმე გვირგვინის სასამართლოში გაიგზავნება. 

BBC-ს პოლიტიკის რედაქტორის, ნორმან სმითის თქმით, ბრალდებები ჯონსონისთვის ყველაზე ცუდ დროს გაკეთდა, ვინაიდან მისი კრიტიკოსები გამოიყენებენ ამას მის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრობისთვის და პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში.

ჯონსონის ლოზუნგი "ჩვენ ევროკავშირს კვირაში  £350 მილიონს ვუგზავნით, ამის ნაცვლად ჯანმრთელობის ეროვნული სერვისი დავაფინანსოთ" კამპანიის ფარგლებში ავვტობუსზე იყო გაკრული.

კომენტარები