რუსეთი

რუსეთში სკოლის ბოლო ზარზე ჩაცმულობის გამო მოსწავლეები პოლიციაში გამოკითხეს და ჯარიმა დააკისრეს

YouTube

24 მაისს ვლადიკოსტოკის 74-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ბოლო ზარის ფლეშმობი დადგეს. მათ სხვადახვა კოსტიუმები ეცვათ. მოსწავლეებმა ვიდეო ინტერნეტში გააზიარეს, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოყვა.

ფლეშმობის ორ მონაწილეს, რომლებსაც პოლიციელების უნიფორმა ეცვათ, ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა დაეკისრათ.

მათ მოიბოდიშეს და თქვეს, რომ "აანალიზებდნენ, თუ რა ჩაიდინეს."

"საგანმანათლებლო დეპარტამენტის გამოკითხვა დასრულდა. ინციდენტში მონაწილე ყველა პირთან ჩატარდა პრევენციული საუბრები. ბავშვები იაზრებენ, რომ ქცევის გარკვეულ ლიმიტს გასცდნენ. მშობლებმა პირობა დადეს, რომ ცეცხლჩამქრობის ხარჯს, რომელიც მოსწავლეებმა ვიდეოში გამოიყენეს, აანაზღაურებდნენ" - აღნიშნეს მერიის პრეს სამსახურში.

სამართალდამცავი ორგანიზაციების ინფორმაციით, ერთერთ გოგონას, რომელმაც ფოტო პოლიციელის უნიფორმაში გადაიღო, ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

სკოლის დირექტორმა ფლეშმობის გამო გააკრიტიკა მოსწავლეები, თუმცა თქვა რომ დანაშაული არ მომხდარა.

რუსული სახელმწიფო მედია რასია 24-ის ინფორმაციით, ერთერთი მოსწავლის მშობელი პოლიციის თანამშრომელია, რომელსაც შესაძლოა სამსახურში პრობლემები შეექმნას.

ერთერთმა რუსმა ბიზნესმენმა გერმან სტერლიგოვმა NTV-ის ეთერში თქვა, რომ 74-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ეს ფლეშმობი ჰქონდათ "სიკვდილს იმსახურებენ".

"მე ვარ ქრისტიანი და ამრიგად, მჯერა, რომ ისინი სიკვდილს იმსახურებენ. 'პიდარასტობაზე' სასჯელის ასაკობრივი ლიმიტი არ არსებობს," - თქვა მან.

კომენტარები