იაპონიის ქალაქ ნარაში ხშირად გადააწყდებით ქუჩაში თავისუფლად მოსიარულე ირმებს. ფოტოგრაფმა იოკო იშიმ ფოტოსერია, სახელად - "საზღვარს მიღმა", რომელზეც 2011 წელს დაიწყო მუშაობა, სწორედ ქალაქში მოსეირნე ირმებს მიუძღვნა.
იაპონიის ამ ქალაქში, თითოეულ ირემს კანონი იცავს, ფოტოების დათვალიერების დროსაც მივხვდებით, თუ რამდენად დაცულად და თავისუფლად გრძნობენ ირმები თავს.