რეკლამა

ქსელზე გადართვის მიზნით, თბილისში აბონენტთა ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

ქსელზე გადართვის მიზნით თბილისში აბონენტთა ნაწილს დღეს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას ყასტრანსგაზი ავრცელებს. "დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განაგრძობს თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას," - წერია განცხადებაში. 

გაზგამანაწილებელი ქსელის ერთ-ერთ რეაბილიტირებულ მონაკვეთზე დღეს გადართვითი სამუშაოები იგეგმება. საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების მიმდებარედ ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით, აბონენტთა ნაწილს დღეს, დილის 09:00 სათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. გაზის მიწოდება შეუწყდება პეკინის ქ. 41, 44, ჟიული შარტავას, კანდელაკის ქ. 6ა, 7, 9, 15, 57, მგალობლიშვილის ქ. 1, 7, 13, ბუდაპეშტის I ჩიხი 3, I შეს. 6-8 (ფანჯიკიძის I შეს. 8), ბუდაპეშტის ქ. 22-ში (ახლ. ფანჯიკიძის ქ. 22) მდებარე ამხ. M „მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის, ონიაშვილის ქ. 1, 2, 4, 14, 23, 25/27, 26, 30, 31, 34, 57, 61, 62, გაგარინის ქ. 1, 7, 4-4ა, გაგარინის II შეს. 2/5-4, IV შეს. 6/8 (ჟიული შარტავას 4 შეს. 60-6/8), გაგარინის IV შეს. 2/19-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, გაგარინის შეს-ში (აკაკი გახოკიძის, სოკრატ არშბას, ვიტალი დარასელიას) მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე, ბუდაპეშტის ქ. 1-ში მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, შარტავას ქ. 40-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს, ონიაშვილის ქ. 38-ში – ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს, ტაშკენტის ქუჩაზე – საზღვრის დაცვის დეპარტამენტს და შპს „მედი კლაბ ჯორჯიას“, იმედაშვილის ქუჩაზე – საჯარო სკოლა #123-ს, პეკინის ქ. 46-ში – საბურთალოს რ/ნ-ის პოლიციის შენობას, პეკინის ქ. 41-ში – შპს „იმპერიალს“ და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 31 მაისის 10.00 სთ-დან და დასრულდება 16.00 სთ-ვის.
აბონენტებს გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ ონკანები ღია მდგომარეობაში.
ახალ გაზმომარაგების ქსელზე გადართვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზს (032) 2404004. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განაგრძობს დედაქალაქის ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას.

კომენტარები