არჩევნები 2019

"ყველაზე ქართული, კარგი ბაბუა, სიწმინდის სიმბოლო"- რას ამბობენ კახაძის მხარდამჭერ კლიპში

facebook

facebook-ზე ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის, ლადო კახაძის მხარდამჭერი კლიპი გავრცელდა, რომელშიც პოლიტიკოსები, მუსიკოსები და მსახიობები მას დადებითად ახასიათებენ. 

"თუ კი ვინმეს ვიცნობ, ყველაზე ქართული, ყველაზე ვაჟკაცური, ყველაზე პატიოსანი ხასიათით, ეს არის ბატონი ლადო კახაძე",- ვიდეო ქართული ოცნების დეპუტატის მამუკა მდინარაძის მიმართვით იწყება. 

მდინარაძის შემდეგ კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი ამბობს, რომ კახაძე "სიწმინდის, სისუფთავის, წესიერების, სიმართლის სიმბოლოა". 

ამის შემდეგ მომღერალი ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ კახაძე "არაჩვეულებრივი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია"

კლიპში ასევე მონაწილეობენ ცისანა სეფიაშვილი, ზურა მანჯავიძე, ნანული სარაჯიშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, მიხეილ გიორგაძე და კახი კავსაძე

"ლადო, ეს არის თბილისელი კაცი", "ადამიანი, რომელიც ემსახურება სიცოცხლეს და სიყვარულს", "რასაც არ უნდ აკეთებდეს, ჩვენი ქვეყნისთვის", "კარგი მეგობარი, კარგი ბაბუა, საუკეთესო ექიმი", "ყველა თავის პაციენტს ეფერება გულით, სულით და ღიღინით", "მთელი ქალაქისთვის ძალიან კარგად ნაცნობი და ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია", "ის არის კაცი, ვისაც შეგიძლია ენდო"- ამბობენ ისინი. 

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს ჩატარდება. კახაძესთან ერთ მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი, შალვა შავგულიძე იბრძოლებს. 

კომენტარები