ყველაზე პატარა ჩვილი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალშობილი სან დიეგოს ჰოსპიტალიდან გამოწერეს

DW

აშშ-ში დაბადებული ბავშვი, რომელიც დაბადებისას მხოლოდ 245 გრამს იწონიდა, საავადმყოფოდან გამოწერეს.

სეიბი დაბადებისას მოზრდილი ვაშლის წონა და 23 სანტიმეტრი იყო. ის სან დიეგოს ჰოსპიტალში დაიბადა 23 კვირისა და 3 დღის ორსულობის შემდეგ 2018 წლის დეკემბერში.


ფოტო: BBC

ჩვილი მაშინვე ინტენსიური მოვლის განყოფილებაში მოათავსეს. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ის მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლებდა. თუმცა 5 თვის შემდეგ უკვე 2.5 კგ წონის სეიბი საავადმყოფოდან ჯამრთელი გაწერეს.

სეიბი ყველაზე პატარა ბავშვად ითვლება, რომელიც ადრეული მშობიარობის შემდეგ გადარჩა.

სეიბი სასწრაფო საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. მისი გადარჩენა ექიმების განცხადებით, იმ ფაქტს უკავშირდება, რომ სეიბის დაბადების შემდგომ არ ჰქონია სერიოზული გართულებები.

"სეიბის არ აღენიშნებოდა ჯამრთელობის ის პრობლემები, რაც 28-კვირამდე დაბადებულ ბავშვებთანაა დაკავშირებული და მოიცავს ტვინში სესხლჩაქცევებს, ფილტვებისა და გულის პრობლემებს" - აღნიშნეს ჰოსპიტალში

კომენტარები