ანაკლიის პორტი

კონსორციუმის დირექტორი: რაც მოხდა, არის პროექტის შეჩერების მინზანმიმართული მცდელობა

0 კომენტარი
ლევან ახვლედიანი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ფოთის ღრმაწლოვანი პორტი ვერ იქნება ანაკლიის პორტის პროექტის კონკურენტი, განვითარებული მოვლენების მიზანი კი ანაკლიის პროექტისათვის ზიანის მიყენება იყო.

"კონკურენცია აქ არაფერ შუაში არ არის. ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რომ ანაკლია არის სხვა მოცემულობის და დატვირთვის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ არის უშუალოდ კონკურენციაზე, არაფერ შუაში არ არის ამ ფაქტთან მიმართებაში კონკურენცია. ფაქტი რაც მოხდა, არის მიზანმიმართული პროექტის შეჩერებაზე."

ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტს გაცილებით დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია და სხვა პროექტებთან ტოლობის ნიშნის დასმა არაა მართებული:

"APM ტერმინალის ხელმძღვანელობას ადრე ოფიციალურად აქვს გაცხადებული იმაზე, რომ საქართველოს ღრმაწლოვანი პორტი არ სჭირდება. ეს კიდევ ერთხელ, არის არასწორი. მე არ მინდა მათ ბიზნესზე საუბარი, მათი საქმე თვითონ იციან, მაგრამ ანაკლიასა და თუნდაც გაფართოება თუ იქნება ტერმინალის, ამაზე ტოლობის დასმა არ შეიძლება. ანაკლიას სულ სხვა დატვირთვა აქვს."

შეგახსენებთ, რომ რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ნებართვა შეჩერებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები