თბილისის ქუჩები, რომლებსაც 31 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 31 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილის, მალხაზ დოლიძის, ნინო ჟვანიას და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, პეტრე იბერის, შალვა ახალციხელის და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ფიზკულტურის, ოჟიოს, მერაბ ალექსიძის, კოსტავას, სანაპიროს, კოდორის, გიორგი მიროტაძის, ბოჭორიშვილის, აფაქიძის, ბენდელიანის, კვერნაძის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ილია ოდიშელიძის, ვაზისუბნის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ისაკაძის, გელოვანის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, არდაზიანის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, მგალობლიშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, IV მიკრორაინების, ნანეიშვილის, მემედ აბაშიძის, ხიზანიშვილის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, მაიაკოვსკის და სლავა მეტრეველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯანსუღ კახიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები