მერაბ კვირიკაშვილის საქმე

ქუთაისის სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ დღეს მიიღო.

მოსამართლის განცხადებით, კვირიკაშვილს გაუუქმდება გირაო 15 ათასი ლარის ფარგლებში და  ყადაღა მოეხსნება მის სახლს. ასევე, მერაბ კვირიკაშვილს დაუბრუნდება ავტომობილი "ბე-ემ-ვე“, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

განაჩენის გამოცხადებას მერაბ კვირიკაშვილი ესწრებოდა. ბრალდების მხარე სასჯელის სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობდა.

კომენტარები