ანაკლიის პორტი

ჭიაბერაშვილი: მას შემდეგ რაც დაინახეს საზოგადოების აღშფოთება, მთავრობამ უკან დაიხია

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ მთავრობამ დღეს საზოგადოებრივი რეაქციის გამო დაიხია უკან, თუმცა ანაკლიის პორტის პროექტს ამისდა მიუხედავად ზიანი უკვე მიადგა:

"მას შემდეგ, რაც დაინახეს საზოგადოების აღშფოთება, ბუნებრივია, მთავრობამ უკან დაიხია. არ უნდა გვეგონოს, რომ ამით ანაკლიას ზიანი არ მიადგა. თუ ვინმე დარჩა ჯერ კიდევ პოტენციური ინვესტორი, რომელიც ფიქრობს, რომ ანაკლიაზე მთავრობამ მაინც გააკეთა განცხადება და TBC-ს საქმის მერე მშენებლობა გრძელდება, ახლა კიდევ დაფრთხებიან ის ინვესტორები და იტყვიან - ბოლო-ბოლო ეს პროექტია, რომელსაც მთავრობა მხარს უჭერს თუ ყოველთვე უნდა ველოდოთ ასეთ სკანდალებს, რაც ართულებს ანაკლიის პორტის განხორციელებას? უზარმაზარი პოლიტიკური ზიანი, თუნდაც ამ ორ დღიანი საგით, უკვე მიადგა კიდევ ერთხელ ანაკლიის კონსორციუმს. საბოლოო ჯამში, შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ გაძნელდეს ინვესტორების მოძიება კონსორციუმისთვის." - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტს საქართველოსთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რის გამოც საკითხის გარშემო საზოგადოების სიფხიზლე აუცილებელია:

"არსებული პორტის პირობებში, ღრმაწყლოვანი პორტი ვერ გაკეთდება და ანაკლიას ამ თვალსაზრისით ალტერნატივა არ აქვს. ის იგივე მნიშვნელობის არის, რაც თავის დროზე იყო BP-ს ნავთობსადენი საქართველოზე, რომელმაც საქართველოს არამარტო ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობა გაზარდა რეგიონში.

დღევანდელი ფაქტიც, დღევანდელი უკანდახევა მთავრობის, ნამდვილად საზოგადოებრივი რეაქციის შედეგია. იმიტომ, რომ დავინახეთ უზარმაზარი აღშფოთება. მთავრობა თავს იმართლებდა, რომ არა, ანაკლიას არ ვებრძვით და ახლა კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. ამიტომ, ეს უკან დახევა საზოგადოების რეაქციის შედეგია და საზოგადოება უნდა დარჩეს აქტიური, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტი დავიცვათ."

შეგახსენებთ, რომ რომ 29 მაისს "APM ტერმინალსმა" გავრცელდა ინფორმაცია 2 მაისს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. 30 მაისს მთავრობამ უკან დაიხია - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფოთის პორტისთვის "მიწათსარგებლობის წინასაწარი სარგებლობის დოკუმენტი" გაიცა და ის უკვე გაუქმებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები