ჰარი პოტერი

ჯ.კ. როულინგი ჰარი პოტერის სამყაროზე ოთხ ახალ წიგნს გამოუშვებს

Harry Potter

ჯ.კ. როულინგი ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ოთხ ახალ ელექტრონულ წიგნს გამოუშვებს.

წიგნებში აღწერილი იქნება ჰოგვორტსის გაკვეთილები, განსაკუთრებით კი წიგნები ფოკუსირებული იქნება ჰერბოლოგიის, წინასწარმეტყველების, შელოცვებისა და ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის გაკვეთილები.

წიგნებს ჯ.კ. როულინგის მიერ დაარსებული Pottermore Publishing გამოუშვებს.

ორი წიგნი, “თავგადასავალი შელოცვებსა და ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში” და “თავგადასავალი ჰერბოლოგიასა და შხამ-წამლებში”, 27 ივნისს გამოვა.

დანარჩენი ორი წიგნი კი წინასწარმეტყველების, ასტრონომიის და ჯადოსნური ცხოველების გაკვეთილების შესახებ ივნისის შემდეგ გამოვა.

კომენტარები