ავსტრია

ისტორიაში პირველად ავსტრიის კანცლერი ქალი გახდა

Financial Times

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა ქვეყნის დროებით კანცლერად ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბრიგიტე ბირლაინი დანიშნა. 

ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრიის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს. 

69 წლის ბრიგიტე ბირლაინი გარდამავალ მთავრობას 2019 წლის სექტემბრამდე, საპარლამენტო არჩვენებამდე  უხელმძღვანელებს. 

კანცლერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ავსტრიის პარლამენტმა სპეციალურ სესიაზე სებასტან კურცი კანცლერის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კურცისათვის უნდობლობის გამოცხადებას კოალიციის ყოფილმა პარტნიორმა ულტრა-მემარჯვენე თავისუფლების პარტიამ და ოპოზიციურმა სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირეს მხარი.

ავსტრიაში სამთავრობო კრიზისი თავისუფლების პარტიის ლიდერის, კაინც-კრისტიან შტრახეს ვიდეოების გავრცელებამ გამოიწვია, სადაც ის და თავისუფლების პარტიის კიდევ ერთი წევრი არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის და ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის, Kronen Zeitung-ის, რომელიც თავისუფლების პარტიის მიმართ კრიტიკულია, 50% აქციის შესყიდვის შემთხვევაში რუსი ოლიგარქის დისშვილს "კონტრაქტების დადებას" ჰპირდებოდნენ.

შტრახესთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მისი ულტრა-მემარჯვენე თავისუფლების პარტიის წევრები სამთავრობო თანამდებობებს ტოვებენ. მათ შორის არიან საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ტრანსპორტის და სოციალურ საქმეთა მინისტრები.

ისინი დაიმუქრნენ, რომ თანამდებობებს დატოვებდნენ, თუ სკანდალის გამო შინაგან საქმეთა მინისტრ ჰერბერტ კიკლსაც გაათავისუფლებდნენ, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა კი თქვა, რომ როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, კიკლს მომხდარ სკანდალზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თანამდებობა დაეტოვებინა.

კომენტარები