მოძრაობა გზებზე

31 მაისის საღამომდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

facebook.com/CityHallofTbilisi

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 მაისს, 09:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შსს-ს ცნობით, ავტომობილებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება ლისის ტბის მიმდებარე ბერიტაშვილის ქუჩიდან - ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების კვეთამდე (ე.წ. ლისის წრიულამდე). სოფელ ლისიდან მომავალი ავტომობილები ნუცუბიძის პლატოს გავლით შეძლებენ სასურველი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას" - აცხადებს შსს.

შეზღუდვა 31 მაისს, საღამოს 19:00 საათზე მოიხსნება.

კომენტარები