ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

flickr

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებული კლინიკაში იმყოფება ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები